ეკონომიკა
26/06/2021

რიკოთის უღელტეხილზე პირველი ორზოლიანი მონაკვეთი სექტემბერში გაიხსნება

„რიკოთის „საუკუნის პროექტი“ , 51.3 კმ 4 ლოტად არის დაყოფილი, ამჟამად მიმდინარეობს ხიდების 70%-ის და გვირაბების 88% მშენებლობა, აქედან 7 გვირაბი უკვე გაჭრილია,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გუშინ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
 
მისი ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში გაიხსნება 2.5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი, რომელზეც 4 გვირაბია განთავსებული.
 
„რიკოთის პროექტი საერთო ჯამში მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს, მაშინ, როდესაც ამ ეტაპზე ქვეყანაში სულ 40-მდე გვირაბი მოქმედებს.
 
ხელშეკრულების მიხედვით, 2021 წლის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე, უკვე 2022 წელს გათვალისწინებულია 2 ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთის დასრულება და 2023-2024 წლებში რიკოთის პროექტი უკვე მთლიანად დასრულდება“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023