ეკონომიკა
26/10/2023

რატომ გადაიზიდება "შუა დერეფანში" აზიური ტვირთების მხოლოდ 10% - ლევან დავითაშვილის განმარტება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, თუ რატომ გადაიზიდება შუა დერეფანში აზიური ტვირთების მხოლოდ 5-10%.

ლევან დავითაშვილის თქმით, დერეფანში ბევრი ქვეყანა მონაწილეობს და სატრანსპორტო საშუალებებიც ბევრგვარია, მათ შორის საზღვაო და სარკინიგზო, რაც ერთგვარი გამოწვევაა. გამოსავალი ამ ვითარებიდან შესაძლოა, კოორდინაციის გაუმჯობესება და გაციფრულება იყოს. ამ საკითხზე "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში მსჯელობენ.

პანელურ დისკუსიაში "შუა დერეფანი" საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, თურქეთის ტრანსპორტის მინისტრები მონაწილეობენ.

"ბევრი ჩართული მხარე კერძო სექტორის წარმომადგენელია. ამიტომ კოორდინაცია არის უმთავრესი პრიორიტეტი. ამისთვის, ჩვენ ერთიან პლატფორმას ვავითარებთ. აუცილებელია, რომ შევქმნათ კომფორტული სერვისების მიღების შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისთვის. ამიტომ, გაციფრულება შუა დერეფნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მარტივად შეიძლება იმის ახსნა, თუ რატომ გადადის ამ დერეფნით აზიის ტვირთების 5-10%.

შეგვიძლია ავამაღლოთ კონკურენტუნარიანობა. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ზუსტ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც პერიოდულად განახლდება ხოლმე. ჩვენ მართლაც ვიქნებით უმთავრესი კონკურენტუნარიანი მარშრუტი, რადგან, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის უმოკლესი გზა, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს. თუ მისაღები ფასები იქნება ამ დერეფანში და პროგნოზირებადი სიტუაცია, რა თქმა უნდა, შეგვეძლება, რომ უფრო მეტი მომხმარებელი მოვიზიდოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. უნდა მოვიზიდოთ უფრო მეტი მხარე და მათთვისაც გავხდეთ უფრო სანდო პარტნიორები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა "აბრეშუმის გზის ფორუმზე".

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023