ეკონომიკა
09/06/2021

რამ განაპირობა FDI-ს 28.3%-იანი შემცირება - საქსტატის განმარტება

ქართულ ეკონომიკაში 2021 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა წლიურად 28.3%-ით არის შემცირებული, $125.4 მლნ-მდე.

უცხოური კაპიტალის შემოდინების შემცირებას ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახური რამდენიმე ფაქტორით ხსნის.

"შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში", - განმარტებულია საქსტატის გავრცელებულ რელიზში.

2021 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა, საიდანაც ქვეყანაში $88.41 მლნ შემოვიდა, მეორე ადგილზეა რუსეთია $31.87 მლნ-ით, მესამე პოზიციაზე კი თურქეთია $24.51 მლნ-ით.

რაც შეეხება სექტორებს, ყველაზე მეტი $93.9 მლნ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა, ენერგეტიკა - $35.5 მლნ, TOP 3-ში ბოლო პოზიციაზეა დამამუშავებელი მრეწველობა $27.9 მლნ-ით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023