ეკონომიკა
20/01/2021

რა შემოსავალს იღებს საქართველო წმინდა ექსპორტიდან

ექსპორტი პანდემიურ 2020 წელს 12%-ით შემცირდა, შესაბამისად, შემცირებულია შემოსავალიც - სულ 3,342 მლრდ დოლარი.

თუმცა გაზრდილია წმინდა ექსპორტი, რაც მთლიანი ექსპორტის 72%-ია. მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 3.5%-ით გაიზარდა და 2,406 მლრდ დოლარს გაუტოლდა.

2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 729,4 მლნ დოლარით, მისი წილი ადგილობრივი ექსპორტის 30.3%-ია. მეორე პოზიციაზეა ფეროშენადნობები (246.8 მლნ დოლარი - ექსპორტის 10.3%), მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 209 მლნ დოლარით (ადგილობრივი ექსპორტის 8.7%).

ძირითად საექსპორტო ბაზრებში ჩინეთი ლიდერობს, სადაც 2020 წელს 459.4 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია გაიყიდა, მეორე ადგილზე რუსეთია (401.2 მლნ. აშშ დოლარი), მესამეზე კი ბულგარეთი (310.4 მლნ. აშშ დოლარი).

Businesspartner

მთავარი სიახლეები