ეკონომიკა
13/04/2022

QazTrade: გვჯერა, რომ საქართველო დიდებული შესაძლებლობაა ვივაჭროთ ევროპასთან

საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გავლით, შუა აზიური ტვირთების ტრანსპორტირებაზე მოთხოვნა ახლა განსაკუთრებით იზრდება.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, ყაზახურ კომპანიებს წარმოების გადმოტანისა და ევროკავშირის ბაზარზე მარტივი წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

QazTrade-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, სავაჭრო კავშირების გარდა, ყაზახურ მხარეს საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი იზიდავს. ამასთან, არსებული სიტუაციის ფონზე კარგად დაინახეს თუ როგორ უნდა გამოიყენონ ტრანსკასპიური მარშრუტი გადაზიდვებისთვის.

"ჩვენ აქ ვართ არა მხოლოდ საექსპორტო ბაზრების მოძიებისთვის, არამედ გვინდა გავიგოთ კიდევ რა შესაძლებლობები არსებობს. გასულ დღეებში ფოთსა და ბათუმში ვიმყოფებოდი. გამოვიკვლიე და მჯერა, რომ საქართველოდან დიდებული შესაძლებლობაა ვივაჭროთ ევროპასთან. მხოლოდ ყაზახეთის მთლიანი ვაჭრობა $100 მლრდ-ია, საიდანაც $60 მლრდ-ის წილი ექსპორტს უჭირავს, ხოლო ექსპორტის ნახევარი ევროპაზე მოდის. მიმდინარე სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება ახალი მარშრუტები, რომ პროდუქტი ექსპორტზე გავიტანოთ,"– აღნიშნავს აზამატ ასკარული.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, საქართველოს 30-მდე ყაზახური კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა, რომლის მიზანიც ამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023