ეკონომიკა
02/07/2021

პროდუქტი და მომსახურება, რომელიც ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქსტატის ინფორმაციით, ივნისში წლიური ინფლაცია 9,9% იყო — ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ფასების ზრდის მაქსიმალური მაჩვენებელია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ივნისის წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტის, კომუნალურებისა და დასვენება, გართობის ჯგუფებში ფასების ზრდამ მოახდინა.

"ბიზნესპარტნიორი“ გთავაზობთ, დეტალური ინდექსების საშუალებით იმ კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებზეც ფასები ივნისში ყველაზე მეტად გაიზარდა.

ზეთი და ცხიმი (47.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.6%), შაქარი, ჯემი და სხვა.ტკბილეული (13.7%), თევზეული (11.1%), რძე, ყველი და კვერცხი (10.6%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (7.2%), პური და პურპროდუქტები (5.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3%). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-19.5%).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22%-ით, რაც 2.54%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33.4%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.8%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.5%-იანი მატება, რაც 1.59%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.3%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებელზე ფაქტიური გადასახადის ქვეჯგუფზე (-6.5%).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023