ეკონომიკა
13/02/2023

"პრემიერს მიეცა ექსკლუზიური საშუალება, სამიტის მონაწილეებისთვის ჩვენი ქვეყნის წარმატებები გაეცნო"

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიეცა ექსკლუზიური საშუალება, რათა მას სამიტის მონაწილეებისთვის გაეცნო თუ რა წარმატებები აქვს ჩვენს ქვეყანას ბოლო პერიოდში და ასევე ესაუბრა  იმ გეგმებზე, რომელიც დასახული აქვს ჩვენს მთავრობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების მიზნით, - ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოს მთავრობათა სამიტი არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად იკრებს პოპულარობას და მისი მნიშვნელობა უფრო და უფრო იზრდება.

„პირველად, ამ საიუბილეო სამიტზე, საქართველო წარმოდგენილია მთავრობის მეთაურის სახით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიეცა ექსკლუზიური საშუალება, რათა მას სამიტის მონაწილეებისთვის გაეცნო თუ რა წარმატებები აქვს ჩვენს ქვეყანას ბოლო პერიოდში და ასევე ესაუბრა  იმ გეგმებზე, რომელიც დასახული აქვს ჩვენს მთავრობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების მიზნით.

მსოფლიოს მთავრობათა სამიტი გახლავთ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად იკრებს პოპულარობას, მისი მნიშვნელობა უფრო სერიოზული ხდება, განსაკუთრებით, წელს, როდესაც რიგით მეათე, საიუბილეო სამიტი ტარდება. ხაზგასასმელია, რომ წლევანდელ საიუბილეო სამიტზე დამსწრეთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდი იყო.

აქ წარმოდგენილები არიან სხვადასხვა ქვეყნების პირველი პირები, პოლიტიკური ლიდერები, მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე მსოფლიოში ცნობილი მსხვილი საფინანსო კომპანიების წარმომადგენლები“, - განაცხადა პაატა კალანდაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023