ეკონომიკა
13/05/2021

პრემიერი საქართველოში სსფ-ს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლს სელიმ ჩაკირს შეხვდა.

საუბარი პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილმა სელიმ ჩაკირს პანდემიის რთული პერიოდის დაძლევის პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს ვაქცინაცია და ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო, რაზეც პირველი კვარტლის მაჩვენებლებიც მიუთითებს და 2021 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დასრულებულ ოთხწლიან გაფართოებულ პროგრამას. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კრიზისის დაძლევის სტრატეგიის მომზადებასა და განხორციელებაში დაეხმარა.

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა, მათ შორის პენსიების ინდექსაცია და დღგ-ს დაბრუნების ავტომატიზირებული სისტემა და აღნიშნა, რომ ამ მიმართლებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

შეხვედრისას, ასევე ისაუბრეს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის შესახებ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მუშავდება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გეგმის განხორციელებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და განვითარების პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023