ეკონომიკა
24/05/2022

პრემიერი: საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნა მალე ხელშესახებ შედეგებს მოიტანს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "სიტიბანკის" საბანკო, კაპიტალის ბაზრებისა და მრჩეველთა თავმჯდომარის მოადგილე ჯეი კოლინზის შეხვდა, სადაც საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და ქვეყნის მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია განიხილეს. 
 
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდასაქმნელად მუშაობს და სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი უკვე შემუშავებულია.
 
შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე არაერთი გავლენიანი ანალიტიკური კომპანიების რეიტინგები მოწმობს.
 
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საბანკო და ფინანსური მომსახურების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სექტორია საქართველოში, ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკი კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე Premium Listing-შია წარმოდგენილი. საქართველო მუდმივად ახორციელებს რეფორმებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და პოლიტიკური და საინვესტიციო კლიმატის პროგნოზირებადობის უზრუნველსაყოფად.
 
პრემიერის თქმით, საქართველო სანდო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია და "სიტიბანკის" დელეგაცია საინვესტიციო გარემოს შესასწავლად საქართველოში მიიწვია.
 
"სიტიბანკი" უმსხვილესი ამერიკული ბანკია, რომელსაც ფილიალი მსოფლიოს 19 ქვეყანაში აქვს, მათ შორის აშშ-ში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და ირლანდიაში. 2021 წელს ბანკის შემოსავალმა 72 მილიარდ დოლარამდე შეადგინა.
 
აღნიშნულ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერში" გამოეხმაურა. 
 
პრემიერი ამბობს, რომ რეგიონულ ფინანსურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნა მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს.
 
"დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად,ვაგრძელებ შეხვედრებს. დღეს CitiBank-ის თავმჯდომარის მოადგილეს შევხვდი. რეგიონულ ფინანსურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნა მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023