ეკონომიკა
23/06/2022

პრემიერი: რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ტვირთების დივერსიფიცირება აუცილებელია

პრემიერის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიოში რთული ვითარება შექმნა. 

თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ გონირული პოლიტიკა გაატარა, შედეგად კი, ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა. 

მისი თქმით, მთავრობა დიდ მნიშვნელობას აქცევს კორიდორში ახალი ტვირთების მოზიდვას. ომმა კი აჩვენა, რომ ტვირთების დივერსიფიცირება აუცილებელია. 

"ასეთი გამოწვევა, ასეთი პრობლემა მსოფლიოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. მთელი მსოფლიო წესრიგი დიდი გამოწვევების წინაშე დადგა, რომელიც განაპირობა რუსეთის ომმა უკრაინაში. მთელს ევროპაში ფასები გაორმაგებულია, გასამმაგებულია, რიგ შემთხვევაში, გაოთხმაგებული. მსოფლიოსთვის ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ლოჯისტიკაში პრობლემებია, გადაზიდვებში, ფასები პროდუქტებზე.

დავოსის ფორუმის ფარგლებში მოვისმინე პროგნოზები. შეფასებები არის ის, რომ ღარიბი, უფრო მეტად მოწყვლადი ქვეყნები, კიდევ უფრო მეტად გაღარიბდებიან. ამ შემთხვევაში უფრო მეტად აქცენტი აფრიკის ქვეყნებზეა გაკეთებული. ამ სიტუაციაში თუ მთავრობები არ იქნებიან მობილიზებულები და ამ კრიზისს ეფექტურად არ მმართავენ, ჩაერთვებიან უგუნურ და გაუგებარ პროვოკაციებში, ქვეყნები დაიღუპებიან და კიდევ უფრო გაღარიბდებიან. მადლობა ღმერთს, ჩვენ ამ გონივრული პოლიტიკით შევძელით, რომ მთელს ევროპაში გვაქვს უპრეცედენტო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვაქცევთ ახალი ტვირთების მოზიდვას ჩვენ კორიდორში. ომმა აჩვენა, რომ დივერსიფიკაცია არის აუცილებელი. თუ მანამდე ტვირთები დადიოდა რუსეთის ტერიტორიის გავლით,  მე შეხვედრა მქონდა ასევე ყაზახეთის პრეზიდენტთან, კომპანია ვიტოლთან და სხვა კომპანიებთან ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, მათი მოთხოვნა არის რომ მოახდინონ დივერსიფიკაცია და ჩვენს კორიდორში წამოვიდეს ტვირთები. ამას სჭირდება რა თქმა უნდა გამართული ინფრასტრუქტურა, რკინიგზა, პორტები და ამ მიმართულებით გვჭირდება მუშაობის გააქტიურება, " - განაცხადა პრემიერმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023