ეკონომიკა
13/02/2023

პრემიერი: მზად ვართ შევქმნათ ძლიერი, დინამიკური ეკონომიკა

ყველა ამ წინსვლის გათვალისწინებით, რასაც მივაღწიეთ, საქართველო ისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. დღეს უფრო მეტად ვიდრე ოდესმე. როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 3 მარტს საქართველომ განაცხადი წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, როგორც კონკრეტული პასუხი ქართველი ხალხის მრავალწლიან არჩევანზე, ხოლო 2022 წლის 23 ივნისს კი ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე - “საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატის სტატუსი საქართველოს შემდეგი ეტაპია.

„გადამწყვეტი გზა გვაქვს წინ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატის სტატუსი ჩვენი შემდეგი ეტაპია.
ყოველივე ზემოთაღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა არის მოქნილი და რეაგირებს ახალ რეგიონულ, გლობალურ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად იცვლება.
დასკვნის სახით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხედვა საქართველოს მიმართ გულისხმობს სტაბილურობის, შესაძლებლობების და განვითარების სიმბოლოდ ქცევას. მზად ვართ შევქმნათ ძლიერი, დინამიკური ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ჩვენს მოქალაქეს. ამავდროულად ვაშენებთ საზოგადოებას, რომელიც იქნება ინკლუზიური, ინოვაციური და მომავალზე ორიენტირებული. სამომავლოდ დაე გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზანია საქართველო იმის ნათელ მაგალითად იქცეს, თუ რა არის შესაძლებელი საერთო ხედვის მისაღწევად საერთო სახალხო გაერთიანებით. ამის შთაგონებას გვაძლევს არაბთა გაერთიანებული საამიროების საოცარი განვითარება. ჩვენ გვაქვს რესურსი, ნიჭი და მონდომება წარმატების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით ჩვენ ხედვას რეალობად ვაქცევთ, მადლობა,“- აღნიშნა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023