ეკონომიკა
27/05/2022

პრემიერი: მსოფლიოში ურთულესი ვითარებაა, ჩვენ კი, მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ

მსოფლიოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ფონზე, საქართველოს პრემიერი ფიქრობს, რომ ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკნომიკურ ზრდას ინარჩუნებს. 

მისი თქმით, საქართველოში ასეთი ეკონომიკური წინსვლა არ იქნებოდა, 2 თვის წინ რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა. 

"დღეს მსოფლიოში ურთულესი ვითარებაა, მსოფლიო ეკონომიკური რეცესიაა მოსალოდნელი, ინფლაცია ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს გადასცდა, მაგალითად მოლდოვაში 27%-იანი ინფლაციაა, აღარ მაქვს საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე. ამ პირობებში ჩვენ ვინარჩუნებთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას. პირველ კვარტალში ჩვენ გვქონდა 14.4% ეკონომიკური ზრდა, ეროვნული ვალუტა განაგრძობს გამყარებას, იზრდება ტურიზმი, ექსპორტი, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი. 2 თვის წინ, სისულელე რომ გაგვეკეთებინა და რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები დაგვეწესებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით ჩვენ დღეს?", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023