ეკონომიკა
22/06/2022

პრემიერი: მოგვწონს თუ არა, რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს

პრემიერი კიდევ ერთხელ შეეხო ომის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხს.

მისი თქმით, საქართველოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აქვს, რომელიც იქ მცხოვრებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ეხება.  

„საუბარი შეეხო რატომ არ დაუწესა, თუ რატომ არ მიუერთდა ეკონომიკურ სანქციებს საქართველო. ბუნებრივია, ლეგიტიმური კითხვაა, აინტერესებთ ადამიანებს. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი წილი, დაახლოებით 1 მლნ ცხოვრობს რუსეთში. კარგად გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ გაუაზრებელი, უგუნური პოლიტიკის შედეგად, თვითმფრინავებით გამოაგზავნეს საქართველოში, წაართვეს ბიზნესები, სახლები და საშინელი ტერორი გამოიარეს მათ, აღარ მაქვს საუბარი ომზე, ჩვენს ომზე, ომზეც გადავალ. ამის შემდეგ, სანქციებთან მიერთების თაობაზე გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი ატყდა. ჩვენ ვთქვით ძალიან მარტივად - რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ეს სავაჭრო ურთიერთობები ეხება ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს. გვინდა, თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არა, ესაა რეალობა, გაითვალისწინეთ ყველამ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023