ეკონომიკა
13/02/2023

პრემიერი: 2023 წელს ინფლაციის 5%-მდე შემცირებას ვაპირებთ

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელსაც, რომლის მოცულობა წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და პრინციპში 100%-ზე მეტით გაიზარდა,"-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე - “საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა  ეკონომიკურ კეთილდღეობამდე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განცხადებით, მთავრობის გადამწყვეტმა მოქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.

"წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9.4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5 პროცენტამდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს. მრავალი ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პროექტი მიმდინარეობს ან იგეგმება ჩვენი ეკონომიკის შემდგომი სტიმულირებისა და ჩვენი ხალხისთვის მეტი კეთილდღეობის მოსატანად,"-განაცახადა ღარიბაშვილმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023