ეკონომიკა
06/09/2022

PMCG: მარშრუტი, რომელსაც ლოგისტიკური პრობლემების გადაჭრის პოტენციალი აქვს შავი ზღვის დერეფანია

შავი ზღვის რეგიონს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კარიბჭეს ევროპასა და აზიას შორის, თუმცა მისი პოტენციური სარგებელი ბოლომდე რეალიზებისგან შორს არის, – რეგიონის ლოგისტიკის, პორტის აქტივობისა და საზღვაო კავშირების შესახებ კვლევას PMCG-ი აქვეყნებს. 

ამავდროულად, საზღვაო ტრანსპორტისა და საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სულ უფრო სასურველი ხდება რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. 

ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომმა კიდევ უფრო გაამწვავა COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეფერხებები. ამავდროულად, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რა გავლენას იქონიებს ომი რეგიონში საზღვაო ვაჭრობის განვითარების კუთხით.

სწორედ ამიტომ, საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია PMCG ჯგუფმა შავი ზღვის რეგიონის ლოგისტიკის, პორტის აქტივობისა და საზღვაო კავშირების ომამდე მდგომარეობის, ასევე ომის შემდეგ მოსალოდნელი გავლენის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, შავი ზღვის რეგიონის წილი საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობაში მხოლოდ 2,5%-ია, მაშინ როცა ჩრდილოეთ ზღვის რეგიონის წილი 17%–ს შეადგენს. ამრიგად, აშკარაა ამ რეგიონის ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური განვითარების მნიშვნელობა. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო გაამწვავა COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეფერხებები.

ერთი მხარე, რუსული აგრესიის შედეგად, უკრაინამ და მისმა პორტებმა უზარმაზარი დანაკარგები განიცადეს, რუსეთი კი მძიმე ეკონომიკური სანქციების ქვეშ მოექცა. უფრო მეტიც, ამ კონფლიქტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ვაჭრობის რეპუტაციის საიმედოობას მთელი რეგიონისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა შესაძლოა შავი ზღვის სხვა ქვეყნების ბლოკირება მოახდინოს.

მეორეს მხრივ, რადგან უკრაინა და რუსეთი ფლობენ გლობალურად მნიშვნელოვან რესურსებს, მათ შორის საკვებს, არსებითად მნიშვნელოვანია ამ რესურსების დანარჩენ მსოფლიოში გადასატანად ალტერნატიული გზების მოძიება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ევროპაში საქონლის ტრანსპორტირებას აპირებს. ერთ-ერთი ასეთი მარშრუტი, რომელსაც აქვს ასეთი ლოგისტიკური პრობლემების გადაჭრის პოტენციალი შავი ზღვის დერეფანია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023