ეკონომიკა
08/04/2022

"პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, დანაკარგები არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც პანდემიის პერიოდში იყო"

რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება, ნავთობპროდუქტებსა და საკვებპროდუქტებზე ფასების ზრდა, წნეხი ინფლაციაზე, ყველაფერი ეს ეკონომიკური აქტივობის შენელებას გამოიწვევს, ასევე ამ პროცესებს გავლენა ექენება გაცვლით კურსზე, ინვესტიციების გადავადებაზე და შემოსავლებზე ექსპორტის, ფულადი გზავნილების და ტურიზმის მიმართულებით, - Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ეთერში ომით გამოწვეულ მოლოდინებზე ისაუბრა.

ქავთარაძის თქმით, ამ სცენარის განვითარების შემთხვევაშიც, ისეთი მძიმე დანაკარგები არ გვექნება, როგორიც პანდემიის პერიოდში გვქონდა. 

"პანდემიის პერიოდში ტურიზმი სრულად გაჩერდა და დანაკარგი 2.7 მლრდ-ის ფარგლებში იყო, თუმცა წელს ასეთი დანაკარგები არ არის მოსალოდნელი. იმის ფონზე, რომ ომი თებერვალში დაიწყო, მარტის ტურიზმის მონაცემები არ არის სავალალო, პირიქით, შეგვიძილია პოზიტიურ ჭრილში განვიხილოთ, რადგან აღდგენა შემოსავლებში 50%-ია, 2019 წელთან შედარებით. ვარდნა არ გვაქვს, ისეთი ფონი, რომ ადამიანებს საქართველოში მოგზაურობა ეშინოდეთ, რადგან ხედავენ რისკს  არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ შემდგომ თვეებში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მოგვარებული იქნება, ტურისტულ ნაკადებთან მიმართებით არ გვექნება ისეთი ვარდნა, როგორიც პესიმისტურ სცენარებშია განხილული," - აღნიშნავს Galt&Taggart-ის ეკონომისტი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023