ეკონომიკა
22/03/2021

პანდემიურ წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13 292 ლარი იყო

პანდემიურ წელს საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე დოლარში შემცირებულია. ლარის შემთხვევაში წლიური მატება 53 ლარია, თუმცა დოლარის შემთხვევაში კი ვარდნა 422 დოლარს აღწევს, რაც ლარის გაუფასურებით აიხსნება.

საანგარიშო პერიოდში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13 292 ლარი (4 274 დოლარი იყო), ეს მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში –  13 239 ლარი (4 696 დოლარი) იყო, – მონაცემები „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.

საქართველოს 2020 წელს ეკონომიკა 6,2%-ით შემცირდა.

“საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, დეფლატორის ზრდის მაჩვენებელი 6,9%-ით განისაზღვრა.

საანგარიშო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მიმდინარე ფასებში 49,407 მლრდ ლარია (15,888 მლრდ დოლარი), 2019 წელს ანალოგიურ პერიოდში - 49,252 მლრდ ლარი (17,470 მლრდ დოლარი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.5%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.7%). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.8%), მშენებლობა (8.9%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.4%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.4%), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.9%).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023