ეკონომიკა
29/12/2022

ოთარ შამუგია: პირველადი წარმოების ნაწილში, გამოშვება თითქმის 85 %-ით გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამინისტროს 2022 წლის საქმიანობა „პირველი არხის“ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ შეაჯამა.

ოთარ შამუგიამ ყურადღება სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე გაამახვილა.

„ორი დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანგარიში წარუდგინა  საზოგადოებას და ისაუბრა ქვეყანაში არაერთი მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან  შედეგებსა და მიღწევებზე, ასევე, იმ მასშტაბურ  გეგმებზე, რომელსაც ვაპირებთ, რომ განვახორციელოთ. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც  გვაქვს და ბოლო ორი წელია ვინარჩუნებთ, გვაძლევს საშუალებას, განვახორციელოთ ახალი  პროექტები, რომელიც მეტი კეთილდღეობის მომტანი   იქნება ჩვენი  მოსახლეობისთვის, მათ შორის არის, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა და გარემოზე ზრუნვა,  გარემოს დაცვა”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2013 წლიდან,  ხელისუფლებამ პრიორიტეტად გამოაცხადა სოფლის მეურნეობის განვითარება და, ეტაპობრივად, დაიწყო შესაბამისი პროექტების განხორციელება.

„ამ პროექტების  მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი  ფერმერების  ხელშეწყობა,  მეწარმეებისთვის ფინანსებზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობაა.  ასევე  ის, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონოდეთ, დანერგონ  თანამედროვე ტექნოლოგიები,  გააშენონ ახალი ბაღები, შეიძინონ ახალი ტექნიკა და ასე შემდეგ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ყურადღება პირველადი წარმოების მიმართულებით დღეს არსებულ შედეგებზე გაამახვილა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, პირველადი წარმოების ნაწილში გამოშვება, ბოლო 10 წლის განმავლობაში,  თითქმის 80 - 85 %-ით  არის გაზრდილი.  შარშანდელი  მონაცემებიდან, 3 მილიარდ  600  მილიონიდან, დაახლოებით,  6.5  მილიარდზე ავედით; გადამუშავებული პროდუქციის ნაწილში კი, 4 მილიარდიდან,   დაახლოებით, 7.3 მილიარდ  ლარამდე. წელს, 9 თვის მონაცემებით,  პირველადი  წარმოების ნაწილში,  ჩვენ გვაქვს  5.5  მილიარდი ლარი  გამოშვება და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით,  13-14 %-იანი ზრდაა.  წლის ბოლომდე,  ვფიქრობ, უფრო გაუმჯობესებული მაჩვენებელი  გვექნება.  აქვე, შევეხები ექსპორტის მონაცემებს,  სადაც  ძალიან მნიშვნელოვანი,  დაახლოებით, 125-130%-იანი ზრდა გვაქვს და წელს, ვფიქრობ, რომ პირველად, დაახლოებით,  1.3 მილიარდ დოლარიანი ექსპორტის მაჩვენებელი გვექნება“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023