ეკონომიკა
29/12/2022

ოთარ შამუგია: 2022 წელს რამდენიმე ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ  დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე გადაცემის „ბიზნესპარტნიორი“ ეთერში ისაუბრა.

„მიმდინარე წელს, დაცული ტერიტორიების  მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით: შეიქმნა რამდენიმე ახალი დაცული ტერიტორია  და მათი ფართობი, დაახლოებით, 120 000 ჰექტრით განისაზღვრა. ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებით, 13% დაცული ტერიტორიაა და ამ პროცესს ვაგრძელებთ.

ვმუშაობთ გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ტერიტორიებზე მნიშვნელოვანია შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. წელს გაიხსნა წალკის კანიონი, რომელსაც,  უამრავი ტურისტი ეწვია. მომავალში  გვექნება ახალი ლოკაციები.

აქტიურად ვმუშაობთ, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვქონდეს, რათა რაც შეიძლება მეტი ვიზიტორი ეწვიოს ჩვენს დაცულ ტერიტორიებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ მიმართულებით  კარგი შედეგები გვაქვს. წელს უკვე გვყავდა 880 000-ზე მეტი ვიზიტორი, რაც გაცილებით მეტია წინა წელთან შედარებით. ვფიქრობ, რომ 2023 წელი, ამ კუთხით, კიდევ უფრო აქტიური გვექნება. ჩვენ, როგორც ბიუჯეტის სახსრებით, ასევე კერძო ინვესტიციების მოზიდვით, ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო ობიექტი გაჩნდეს ქვეყანაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023