ეკონომიკა
24/03/2020

ოთარ ნადარაია ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას ელის

„თიბისი კაპიტალი“ ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებს. „თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტი ვარაუდობს, რომ კურსი 3.7 ლარამდე დაეცემა.

„ეს გაუფასურება იმხელაა, რომ ეს მეტისმეტია, ასეთს არ ველოდით. სამწუხაროდ, ე.წ “ოვერშუთინგი” გვაქვს და თუ ჩარევა არ მოხდა ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს გამყარებას. დღეს რაც შემიძლია გითხრათ, ვფიქრობთ, რომ ამ პერიოდში იქნება მკვეთრი გაუფასურება და წლის ბოლოსკენ ის 3.3 ლარზე უნდა გამყარდეს. თუმცა, ესეც იმ დაშვებით, რომ შოკი ბოლომდე კურსზე არ გადაივლის. ველოდებით, რომ ბაზარზე დოლარის მიწოდება გაიზრდება“,- განმარტავს „ბიზნესპარტნიორთან“ ოთარ ნადარაია.

კითხვაზე, დაეცემა თუ არა კურსი 4 ლარამდე, ეკონომისტი პასუხობს:

„არ ვფიქრობთ, რომ 4-ს გადაცდება. დღევანდელი დონე ჩანს, რომ არის პიკური. შეიძლება ავიდეს 3.7-ზე, მაგრამ ველით, რომ მაგაზე რეაგირება იქნება

უკვე გაცხადდა, მთავრობა და ეროვნული ბანკი მნიშვნელოვან საგარეო დაფინანსებას მოიზიდავენ. ანუ, ბაზარზე დოლარი შემოვა. ასევე ბანკებიც ახდენენ ვალუტაში მოზიდვას. ვფიქრობთ, რომ ვალუტის მიწოდება ბაზარზე გაიზრდება და მხოლოდ კურსზე არ გადავა“,- აცხადებს ნადარაია.

თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი აქვე ეროვნულ ბანკს რეზერვების გაყიდვას ურჩევს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023