ეკონომიკა
29/11/2022

ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მოლოდინი - მთავრობა პარლამენტს კორექტირებულ ბიუჯეტს ხვალ წარუდგენს

მთავრობა წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ელის - ბიუჯეტის საბოლოო პროექტს აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტს 30 ნოემბერს წარუდგენს. კორექტირებული ბიუჯეტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8,5%-ის ნაცვლად 10%-ით განისაზღვრება.

როგორც პრემიერმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 80 მლრდ ლარი იქნება და ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, 7 500 დოლარს მიაღწევს.

"ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, „პერ კაპიტა”, ასე ვთქვათ, 7 500 დოლარს მიაღწევს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია ბოლო ორი წლის განმავლობაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო 1 წელიწადში დაახლოებით ასი ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე, სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, ექსპორტი თუ შიდა წარმოება. მოკლედ, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური მაჩვენებლები," - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება, 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმურ მაჩვენებელს დაახლოებით 390 მილიონი ლარს მიაღწევს, გაიზრდება სესხების დაბრუნებისა და სხვა შემოსავლების გეგმური მაჩვენებლები დაახლოებით 270 მლნ ლარით. მთლიანობაში 2023 წელს ნაერთი ბიუჯეტი 25 მილიარდი ლარი იქნება.

"ჩვენ მომდევნო წელს რესურსი გვეზრდება 660 მილიონი ლარით და, შესაბამისად, ამავე თანხით გაიზრდება ნაერთი ბიუჯეტი და ჯამში 25 მილიარდი ლარი იქნება ნაერთი ბიუჯეტი,” – აღნიშნა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023