ეკონომიკა
20/06/2022

ნავთობპროდუქტები, ფეროშენადნობები, ავტომობილები - რით ვაჭრობს საქართველო პარტნიორებთან

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა $465.9 მლნ-ით, რაც მთელი ექსპორტის 22.1%-ს შეადგენს.

მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები $285.7 მლნ-ით დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები $191.0 მლნ-ით. 

ამავე პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა $152 729.6 მლნ-ის აზოტოვანი სასუქები, ხოლო $79 827.4 მლნ-ის ყურძნის ნატურალური ღვინოები. პირველ შემთხვევაში ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 232%-ია, ხოლო მეორე შემთხვევაში კლებამ -3.7% შეადგინა. 

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა $461.2 მლნ შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 9.6% იყო. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებდა $454.7 მლნ-ით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 371.8 მლნ-ით. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023