ეკონომიკა
28/04/2022

"ნავსადგურების ღიაობის შენარჩუნება სახელმწიფოს ფუნქციაა და ამაში ლეგიტიმური ინტერესიც გააჩნია"

"საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, საქართველოს ნავსადგურები კი აქტიურ როლს ასრულებენ საქართველოს საზღვაო გადაზიდვებში და საზღვაო სავაჭრო კავშირების განვითარებაში მსოფლიოს ქვეყნებთან. ამდენად, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ნავსადგურების ღიაობის შენარჩუნებას, უსაფრთხოების დაცვას, აგრეთვე სექტორის ყველა მოთამაშეს შორის თავისუფალი საბაზრო პირობების არსებობას, რის გარანტორიც არის საქართველოს სახელმწიფო,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ საზღვაო კოდექსში საქართველოს პარლამენტის ინიცირებული ცვლილებები დადებითად შეაფასა და მათი მნიშვნელობის შეფასებისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა სანავსადგურო ერთეულსა და გემთმფლობელს. მისი თქმით, ისეთ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა პორტი, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი თანასწორუფლებიანი დაშვება და კონკურენციის შენარჩუნება.

„სწორედ ნავსადგურის შესასვლელი არხი განაპირობებს პორტის ღიაობას. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართულებით დღემდე არ არსებობდა საქართველოში საკანონმდებლო რეგულირება, ეს საკითხი ცვლილებებში მისმა ინიციატორებმა გაითვალისწინეს, რათა სამომავლოდ არ შეეშალოს ხელი საზღვაო ტრანსპორტის დარგის სწორ, ეფექტიან და სწრაფ განვითარებას, უსაფრთხოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფასთან ერთად,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ნავსადგურის შესასვლელი არხი არ არის რომელიმე კონკრეტული ერთეულის საკუთრება. ის მდებარეობს საზღვაო აკვატორიაში და სახელმწიფო საკუთრებაა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მსგავსი არხები სწორედ სახელმწიფო საკუთრებაა, რადგან ნავსადგურების ღიაობის შენარჩუნება სახელმწიფოს ფუნქციაცაა და მას ამაში, ლეგიტიმური ინტერესიც გააჩნია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023