ეკონომიკა
14/06/2021

ნათია თურნავა: საფუძვლიანი მოლოდინი გვაქვს, რომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება

ეკონომიკის მინისტრს ექსპორტის მაჩვენებლების გაუმჯობესება ოპტიმიზმს უჩენს.

ნათია თურნავა აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, მაისში ექსპორტი თითქმის 45%-ით გაიზარდა, მაჩვენებელი 24.4%-ით არის გაზრდილი იანვარ-მაისში.

"ექსპორტი პირდაპირ მონაწილეობს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის, ჩვენი ეკონომიკის ზრდის კომპონენტში და მისი ასეთი მაღალი პროცენტით გაზრდა იმაზე მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდაც ასეთივე მაღალი იქნება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ვინაიდან 2020 წელი ძალიან მძიმე წელი იყო, ამიტომ ახლა ეკონომიკაში არსებული დინამიკის და მიმდინარე პროგრესის შესაფასებლად შედარება 2019 წელთან ხდება. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, 2019 წლის მაისთან შედარებით ექსპორტი, პრაქტიკულად, თითქმის იგივე დონეზეა, არ შემცირებულა. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2019 წელი ექსპორტის თვალსაზრისით ბოლო ათწლეულში რეკორდული წელიწადი იყო.

„თითოეული ასეთი მონაცემი გვაძლევს იმედს, რომ ეკონომიკური ზრდა ისეთივე მაღალი, როგორც ეს აქამდე დაფიქსირდა, გაგრძელდება და რა თქმა უნდა, სრულიად საფუძვლიანია ჩვენი მოლოდინი, რომ წელიწადს დავამთავრებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით თუ არა, 6.5–6.7%-იანი ეკონომიკური ზრდით მაინც, რაც მართლაც ძალიან დიდი ნახტომია - ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად გავანულებთ 2020 წელს პანდემიით მიყენებულ ზიანს", - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მინისტრის ინფორმაციით, პრაქტიკულად, სტატისტიკურად ყველა დარგში ფიქსირდება ზრდა, გარდა მომპოვებელი ინდუსტრიისა, სადაც დაახლოებით იგივე დონეა შენარჩუნებული. დარგები, სადაც ზრდა არის, ესენია - გადამამუშავებელი სექტორი, სოფლის მეურნეობა, მომსახურების სფერო, სასტუმროები, ტურიზმი და ა.შ. ნათია თურნავას განცხადებით, ყველაზე დიდი ზრდა 110%-ზე მეტი მშენებლობა-დეველოპმენტის სექტორში ფიქსირდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023