ეკონომიკა
19/06/2021

ნათია თურნავა: ერთ-ორ წელიწადში პანდემიით მიყენებულ ზიანს მთლიანად გავანულებთ

ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან, დარწმუნებულები ვართ, უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს და კვლავ დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ბორჯომში, უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომის დროს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, პანდემიამ თავისი დაღი დაასვა ეკონომიკურ განვითარებას და როდესაც საუბარია უახლოეს ათწლიან გეგმებზე, პანდემიის დაძლევაზეცაა საუბარი.

მინისტრის განცხადებით, სამინისტროების მიერ წარდგენილი კონკრეტული გეგმები არა მხოლოდ ზოგად ამოცანას, არამედ ძალიან კონკრეტულ ქმედებებსა და რაოდენობრივ ინდიკატორს მოიცავს, თუ რომელ წელს რას უნდა მიაღწიოს ქვეყანამ.

„მთავრობა მუშაობს მართლაც უპრეცედენტო დოკუმენტებზე, რადგან ათწლიანი გეგმა ჩვენ არ დაგვიმუშავებია. ახლანდელი ვითარება, არსებული მაკროეკონომიკური სტაბილურობა და რეფორმების მიმართ შეუქცევადი დღის წესრიგი გვაძლევს საშუალებას, რომ ათწლიანი, საშუალოვადიანი გეგმით ვიაროთ, დავგეგმოთ კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებლები, თუ რას უნდა მივაღწიოთ 2025-2030 წელს. დღეს ასეთი პირველი საერთო განხილვა მოეწყო. თითოეულმა სამინისტრომ, თავისი უწყების მიხედვით, კონკრეტული გეგმები წარმოადგინა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ზოგად ამოცანას, არამედ ძალიან კონკრეტულ ქმედებებს და კონკრეტულ საზომს, რაოდენობრივ ინდიკატორს, რომელ წელს რას უნდა მივაღწიოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023