ეკონომიკა
13/05/2021

ნათია თურნავა: ეკონომიკა ვითარდება, მიმდინარეობს აღდგენა

ეკონომიკა ვითარდება და თანდათან მიმდინარეობს აღდგენა, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აპრილში ექსპორტის 70.2%-ით ზრდას ეხმაურება.

“საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის აპრილში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 70.2%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 378.3 მლნ დოლარი შეადგინა.

„აპრილში საქართველოდან 70.2%-ით გაიზარდა საქონლისა და მომსხურების ექსპორტი, მათ შორის არის სასოფლო-სამეურნეო და მისი გადამუშავების სექტორის პროდუქცია, წიაღისეული და ბევრი სხვა მზა პროდუქტი, რომელიც საქართველოდან გადის, მათ შორის ევროპულ ბაზრებზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 4-თვიანი პერიოდის მაჩვენებლით, ექსპორტის ზრდა 20%-ია.

„ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა ვითარდება და თანდათან მიმდინარეობს აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემია არ დასრულებულა, ვაქცინაციამ, საგარეო ბაზრების გამოღვიძებამ და ჩვენმა სახელმწიფო პროგრამებმა, რითიც ვეხმარებით ქართულ მეწარმოებას, სოფლის მეურნეობას, წარმოებას თავისი შედეგი გამოიღო“, - ამბობს მინისტრი.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 21.6 პროცენტით აღემატება ასევე 2019 წლის აპრილის (პანდემიამდე) მონაცემსაც.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023