ეკონომიკა
15/02/2023

ნარჩენების მართვის სტრატეგიას 4 ახალი მიზანი დაემატა

ნარჩენების მართვის სტრატეგიაში ცვლილებებია - ეროვნულ სამოქმედო გეგმას 4 ახალი მიზანი დაემატა, რაც სამშენებლო და სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას, პლასტიკის ნარჩენების პრევენციასა და ბიოდეგრადირებული ნარჩენების შეგროვებას ითვალისწინებს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აღნიშნავს, განახლებული სტრატეგია გასული 5 წლის შედეგების შესაბამისად, ახალი რეალობისა და გამოწვევების მიხედვით ჩამოყალიბდა.

"აქამდე 9 მიზანი იყო და 4 ახალი დაემატა. მნიშვნელოვანია, რომ ორიენტაცია გავაკეთოთ რეცკლირებაზე, ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიაზე და ნარჩენების პრევენციაზე.  მთელი ეს სტრატეგია და 2022-2026 წლის ნარჩენების მართვის გეგმა ითვალისწინებს იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მოხდეს ნაგავსაყრელზე. ე.წ. დარუკება მოხდა ქვეყანაში, პირველ ეტაპზე შესწავლილი იქნა მაკროეკონომიკის და სექტორალურ დონეზე თუ როგორია ცირკულარულობის განვითარების ხარისხი. ამას მოყვება მეორე ეტაპი, შემუშავდება სტრატეგია და შემდგომში მიღებული იქნება ის რონისძიებები, რაც მწვანე ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს"- ამბობს სოლომონ პავლიაშვილი.

მთავარი მიზანი ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად კანონმდებლობის შემუშავება და ააღსრულებაა, ასევე ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების პარალელურად, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არსებული ნაგავსაყრელები, რომელთა დახურვა და შემდეგ ევროსტანდარტებით ახალი სადგურების მოწყობა ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების განახლებული სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.  

ცნობისთვის, საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების განახლებული ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მოსმენა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე დღეს გაიმართა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023