ეკონომიკა
07/03/2023

მთავრობამ ტექინსპექტირების პირობების ნაწილის გამკაცრებაზე უარი თქვა

მსუბუქ ავტომობილებში ცეცხლმაქრის, მინი-აფთიაქის და საავარიო სამკუთხედის ქონის ვალდებულება, რომელიც 2025 წლამდე იყო გადავადებული, შესაბამისი რეგლამენტიდან საერთოდ ამოიღეს.

ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, არ ჩათვალა, რომ აღნიშნული ნივთების მანქანაში ქონა უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილების დიდ ნაწილში სამკუთხედი ისედაცაა, მინი-აფთიაქის შემადგენლობის სტანდარტის დაწესება კი რთული იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების ნაწილს გარკვეულ პროდუქციაზე (მაგალითად ლატექსის ხელთათმანზე) ალერგია აქვს.

ამასთან, როგორც ვაჟა იორდანიშვილი ამბობს, აღნიშნული ვალდებულება ავტომფლობელებისთვის დამატებით ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.

ამიტომ, როგორც იორდანიშვილი აცხადებს, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში აღნიშნული ვალდებულების ამოქმედება გათვალისწინებული საერთოდ აღარაა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლიდან გამონაბოლქვის ნაწილში ტექინსპექტირების პირობები გამკაცრდა და  CO-ს დასაშვები მაქსიმალური ზღვარი 0.6 პროცენტიდან 0.55 %-მდე შემცირდა. რეგლამენტის ის ნაწილი კი, რომელიც 2025 წლიდან ავტომობილებში კატალიზატორის არსებობის ვალდებულებას განსაზღვრავს, ძალაში დარჩა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023