ეკონომიკა
29/08/2022

მთავრობა ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს

მივიღეთ გადაწყვეტილება ვაშლის სუბსიდირების თაობაზე, საჭიროა ჩვენი ფერმერების წახალისება და მათი მხარდაჭერა, რომ არც ერთი კილოგრამი, არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი, ფერმერები შესაბამის შემოსავალს მიიღებენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამაში დაახლოებით 20-მდე საწარმო იქნება ჩართული და შეიქმნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს.

„ვაშლის სუბსიდირების საკითხზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ბატონმა ოთარ შამუგიამ მოამზადა ეს საკითხი. წელს ჩვენ 120 ათას ტონა ვაშლს ველოდებით. ჩვენ წინა წლებშიც გაკეთებული გვაქვს სუბსიდირება და წელსაც ასევე გავაკეთებთ სუბსიდირებას.

მოგეხსენებათ, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაშლის წარმოებას და ამიტომ საჭიროა ჩვენი ფერმერების წახალისება და მათი მხარდაჭერა, რომ არც ერთი კილოგრამი, ხაზს ვუსვამ- არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი და ფერმერები მიიღებენ შესაბამის შემოსავალს. დაახლოებით 20-მდე საწარმო იქნება ჩართული ამ პროგრამაში, ბატონი ოთარ შამუგია გააკეთებს შესაბამის საკოორდინაციო შტაბს და ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება მოგვარებული“,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023