ეკონომიკა
21/07/2021

მთავრობა ვალს მარტო იმ პროექტებისთვის აიღებს, რომელსაც მოგება ექნება - ახალი სტრატეგია

მთავრობა ვალის მართვის განახლებულ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გახდება ცნობილი. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიმდინარეობს. 

მან განახლებული სტრატეგიის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა ერთ-ერთი კომპონენტი დაასახელა, რომლის თანახმადაც, მთავრობა არცერთი საინვესტიციო პროექტისთვის არ აიღებს სესხს, თუ მას არ ექნება ეკონომიკური დასაბუთება და მომგებიანობა. 

“მე აბსოლუტურად მესმის, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გარკვეული სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტებიც აკეთოს, თუმცა ეს ნაწილი უნდა ვაკეთოთ იმ რესურსით, რაც ბიუჯეტს ექნება და ყველა სესხი ავიღოთ მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის მომტანი პროექტების დასაფინანსებლად“,- აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023