ეკონომიკა
14/03/2023

"მთავრობა კერძო სექტორთან ერთად პროფესიული გადამზადების პროგრამებს ახორციელებს"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ „საქსტატთან“ თანამშრომლობის ფარგლებში მომზადებული „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის“ კვლევის პრეზენტაციაში. შეხვედრას საჯარო უწყებათა წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნეს ასოციაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა არსებული გამოწვევების ფონზე კვლევის მიგნებების მნიშვნელობას და სხვადასხვა უწყებათა თანამშრომლობას ამ მიმართულებით. იგი ასევე შეეხო IT კომპანიების მოზიდვის კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებს, რამაც უკვე გამოიღო შედეგი - საგრძნობლად გაიზარდა აღნიშნულ სექტორში დასაქმების მაჩვენებელი, ასევე ამაღლდა ადგილობრივი კადრების შესაძლებლობები.

კვლევის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში 115,756 ვაკანსია გამოცხადდა, რომელთა 12% ვერ შეივსო. ამრიგად, კვლევამ ნათლად წარმოაჩინა მოთხოვნა მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი და მოთხოვნადი უნარების მქონე კადრების  თვალსაზრისით არსებული გამოწვევა.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ახორციელებს პროფესიული გადამზადების პროგრამებს, რომლებიც შედგენილია ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით. „საერთაშორისო შრომის ბაზარზე ვითარება იცვლება, რაც ასევე აისახება საქართველოზეც. ბევრი პროფესია, რომელიც ჯერ კიდევ 5 წლის წინ იყო აქტუალური, დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩნდება ბევრი ახალი პოზიცია, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება კვალიფიციური მუშახელი. ეს დინამიური პროცესია. ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის გადამზადების სექტორის მეტი მოქნილობა მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

კვლევა განხორციელდა რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით და გამოიკითხა 9500 საწარმო, რომლებიც შეირჩა საქართველოში მოქმედი არაფინანსური და ფინანსური კორპორაციების მონაცემთა ბაზიდან.   

პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023