ეკონომიკა
08/07/2022

"მსოფლიო გამოწვევების წინაშეა, ამის მიუხედავად საქართველო ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს"

პრემიერის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, საქართველო ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს. 
 
"რა თქმა უნდა, საქართველო და მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით. ამის მიუხედავად, საქართველო ძალიან ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, სტაბილურობას ვინარჩუნებთ ქვეყანაში, პოლიტიკურს, ეკონომიკურს. უსაფრთხოების მხრივ ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა, გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას.
 
ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და გამოწვევებით სავსე. ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება საკმაოდ რთულია, ამის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს წინსვლას. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ, როცა ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ომის დასრულება უნდა იყოს ყველას ინტერესში. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ეს ომი შეწყდეს და აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023