ეკონომიკა
25/06/2021

მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ₾31 მილიარდი დაიხარჯება

“სწორად მიმართული ინვესტიციებით გავაუმჯობესებთ სახელმწიფო და საერთაშორისო გზების მდგომარეობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ჯამში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება 31 მილიარდი ლარი.

„2012-დან დღემდე ჩვენ ავაშენეთ 151 კილომეტრი მაგისტრალური გზა. ასევე, მანამდე, შედარებისთვის, მინდა, ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ მათ დროს, 2007-2012 წლებში აშენდა მხოლოდ 68 კილომეტრი გზა. მომდევნო წლების განმავლობაში, ჯამში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება 31 მილიარდი ლარი.

„განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტი აითვისებს წელსვე 500 მილიონ ლარს. ეს ურბანული განახლების პროგრამა გაგრძელდება მომავალ წელს და შემდეგ, მომდევნო წლებში. 430 კმ-იანი მაგისტრალი 2030 წლისთვის, რა თქმა უნდა, იქნება დასრულებული. წითელი ხიდი-სარფის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების მაგისტრალის მშენებლობის დასრულებით მგზავრობის დრო განახევრდება და ნაცვლად რვა საათისა, იქნება ოთხი საათი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023