ეკონომიკა
11/05/2021

მინისტრი: საქართველოში გერმანული კაპიტალის მქონე 1000-ზე მეტი კომპანიაა, რესურსი ბევრად დიდია

საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა.

“საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. პანდემიის მიუხედავად, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ექსპორტი გერმანიაში 40 პროცენტით გაიზარდა. აქტიურად მიმდინარეობს ორი ქვეყნის კერძო სექტორის თანამშრომლობა. საქართველოში დღეს 1000-ზე მეტი კომპანია მოქმედებს, სადაც გერმანული კაპიტალი მონაწილეობს. ამის მიუხედავად, განვითარების რესურსი ბევრად მეტია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა გერმანელ კოლეგასთან ერთად გლობალური პანდემიის ფონზე საქართველო - გერმანიის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა და ყურადღება გამახვილდა ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიდგას. მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას და შემოაბრუნა ის პოზიტიური ტენდენციები, რაც პანდემიამდე ფიქსირდებოდა ეკონომიკის ყველა მიმართულებით. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი ტურიზმის სექტორზე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB Berlin 2023 - ის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანაა, რაც ხელს შეუწყობს მთელს მსოფლიოში, მათ შორის, გერმანიაში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, პოპულარიზებას.

გერმანიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და გერმანიის დარგობრივი უწყებების მხარდაჭერით ჩამოყალიბებული ფორმატის „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.

ონლაინ შეხვედრაზე გერმანიის მხარეს წარმოადგენდა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ლევან იზორია და ჰუბერტ ქნირში, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023