ეკონომიკა
26/01/2023

მინისტრი: საბაჟოზე სატრანსპორტო ნაკადი მნიშვნელოვნად გაზრდილია

"სულ უფრო და უფრო იზრდება ევრაზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის როლი და მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, საბაჟო განუხრელად ახორციელებს გაზრდილი მოცულობის საბაჟო უზრუნველყოფას.  

„პოსტპანდემიისა და მიმდინარე ომის, შედეგად საერთაშორისო ლოგისტიკური ჯაჭვი სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. სულ უფრო და უფრო იზრდება ევრაზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის როლი, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ივარაუდება, რომ ტვირთის მოცულობა შუა დერეფანში რამდენჯერმე გაიზრდება. ჩვენი საბაჟო განუხრელად ახორციელებს გაზრდილი მოცულობის საბაჟო უზრუნველყოფას.  საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ამოცანაა, არსებული ინფრასტრუქტურის უფრო მეტი ეფექტიანობით გამოყენება და მისი სწრაფი განვითარება.

როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს საავტომობილო გზების მშენებლობის მასშტაბური პროექტი, რომლის ძირითადი ნაწილი 2024 წლისთვის დასრულდება. იმავდროულად, ხდება რკინიგზის რეაბილიტაცია, პორტისა და საჰაერო ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარება. გასულ 2022 წელს, ჩვენ გვქონდა საშუალება, საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაგვეხსნა „ნინოწმინდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ახალი შენობა-ნაგებობა. 2023 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე იხსნება „ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ასევე სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. ცხადია, მიმდინარეობს სხვა გამშვები პუნქტების სრული რეაბილიტაცია-განახლება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023