ეკონომიკა
19/03/2021

მინისტრი: ექსპორტის ზრდა მიანიშნებს, რომ ეკონომიკის გამოცოცხლება იწყება

თებერვალში შიდა ექსპორტის ზრდა ეკონომიკის მინისტრისტრისთვის ეკონომიკის გამოცოცხლების მანიშნებელია. ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ორნიშნა ზრდა ძირითადად ორი კომპონენტს - სოფლის მეურნეობის პროდუქციას და სამთო-გადამამუშავებელი დარგის პროდუქციას უკავშირდება.

„თებერვლის თვეში ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული ზრდა არის პირველი ნიშანი, რომ ჩვენ, ვაქცინაციის ფონზე და კოვიდთან ბრძოლის ფონზე ვიწყებთ ეკონომიკის გაჯანსაღებას და 2021 წელი ნამდვილად იქნება ეკონომიკის გამოცოცხლების წელი" - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, იწყება ეკონომიკის გამოცოცხლება და როგორც პარტნიორები ამბობენ, საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში გაჯანსაღების ტემპის მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 2.9%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 270.3 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდა ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული - 2021 წლის თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23.3%-ით გაიზარდა და 202.6 მლნ დოლარი - მთლიანი ექსპორტის 75% შეადგინა. ამავე პერიოდისათვის იმპორტი 12.2%-ით შემცირდა და 618.2 მლნ დოლარს გაუტოლდა. თებერვალში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის თებერვლის (პანდემიამდე) მონაცემს.

შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 93.5 მლნ დოლარით გაუმჯობესდა და 347.9 მლნ დოლარი შეადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023