ეკონომიკა
20/07/2022

მიხეილ ხიდურელი: შესაძლებლობა გვაქვს, საქართველოს საინვესტიციო შეთავაზება ახალ სეგმენტს გავაცნოთ

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მიხეილ ხიდურელის შეფასებით, ლოკაციების კონსულტანტების მსხვილი ორგანიზაციის პარტნიორობა შესაძლებლობაა, რომ საქართველოს საინვესტიციო შეთავაზება ახალ სეგმენტს გაეცნოს. 

"ლოკაციების კონსულტანტებთან მუშაობა სააგენტოს ერთ-ერთი ინოვაციაა და ამ მიმართულებით მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციის პარტნიორობა წინ გადადგმული ნაბიჯია", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა. 

ინფორმაციისთვის, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ლოკაციის კუნსულტანტების გილდიის პარტნიორი გახდა.

აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს წამყვან ასოციაციას, რომლის წვერები, ორგანიზაციები და ექსპერტები მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს საინვესტიციო ლოკაციების შერჩევის სერვისითა და რჩევებით უზრუნველყოფენ.

"ლოკაციების კონსულტანტთა გილდიის პარტნიორობის პროგრამა გულისხმობს ასოციაციის ღონისძიებებსა და მის წევრებთან პირდაპირ წვდომას, რითაც სააგენტოს შესაძლებლობა ეძლევა, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მისი უპირატესობების შესახებ აამაღლოს ცნობადობა გილდიის წევრ ლოკაციის კონსულტანტებთან. ხსენებულ პარტნიორობის პროგრამაში გაწევრიანება კიდევ ერთი ნაბიჯია, ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის, ასევე საქართველოს მიმართ პოტენციური ინვესტორების ინტერესისა და ნდობის გაზრდის კუთხით.

საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული მიზნით, გასული ორი წლის განმავლობაში შედგა კონსულტანტების ტურები ქვეყანაში და სააგენტო მიმდინარე წლის შემოდგომაზე კვლავ გეგმავს ორგანიზება გაუწიოს საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების გაცნობით ტურს საქართველოში, რომლის ფარგლებში საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ადგილზე გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს",- აცხადებენ საგენტოში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023