ეკონომიკა
22/02/2023

მიხეილ ხიდურელი - დუბაიში, საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო ისტორიულად ყველაზე მასშტაბური და შთამბეჭდავი სტენდით არის წარმოდგენილი

დუბაიში მიმდინარე სასმელი და საკვები პროდუქციის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველო ისტორიულად ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი სტენდით არის წარმოდგენილი, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით 25 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქციის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში Gulfood 𝟐𝟎𝟐𝟑 მონაწილეობს.

„გამოფენაში მონაწილეობას წინ უძღოდა საკმაოდ ხანგრძლივი და აქტიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საქართველოსთვის გამოყოფილი სივრცის მნიშვნელოვნად გაფართოება, რამაც გამოფენაზე მონაწილე კომპანიების რიცხვის საგრძნობლად ზრდა განაპირობა“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

Gulfood 2023 ტრადიციულად დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება და ყოველწლიურად საშუალოდ 100 000 ვიზიტორს მასპინძლობს.

გამოფენაზე ქართული დელეგაცია პროდუქტების საკმაოდ მრავალფეროვანი ჯგუფით არის წარმოდგენილი. კერძოდ, საქართველოს სტენდებზე წარმოდგენილია: თხილისა და თხილის პროდუქტების, კაკლის, ნუშის, ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების, ცოცხალი გადამამუშავებელი ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვანი პროდუქტების, ცოცხალი ცხვრისა და ახალი ცხვრის ხორცის, სხვადასხვა კონსერვირებული ხორცპროდუქტების, თაფლისა და ა.შ მწარმოებელი კომპანიები.

ამასთან, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, შემუშავდა საქართველოს პავილიონის სტენდის დიზაინი. ამასთან, ქართული კომპანიები B2B შეხვედრებს გამართავენ საერთაშორისო კონსულტანტის მიერ შერჩეულ შემსყიდველებთან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023