ეკონომიკა
02/03/2023

მიხეილ ხიდურელი: ჩვენი თანამშრომლობა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან უფრო მეტად ღრმავდება

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაში - MRO Middle East 2023, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ დუბაიში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს დელეგაციამ, დირექტორის მიხეილ ხიდურელის ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართა გლობალურ MRO კომპანიებთან და საქართველოს თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის პროექტის განვითარების პერსპექტივები განიხილა.

„ჩვენი თანამშრომლობა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან უფრო მეტად ღრმავდება . აქტიურად ვმუშაობთ თბილისში თვითმფრინავების შეკეთების ანგარიშის საინვესტიციო პროექტზე.“ - მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.

წამყვანი საკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს აქვს პოტენციალი თვითმფრინავების მომსახურების რეგიონალური ჰაბი გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ კვლევა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და USAID/საქართველოს მხარდაჭერით მომზადდა.

MRO Middle East 2023 რეგიონში ყველაზე მსხვილი ღონისძიებაა, რომელიც ავიაციის მომახურების, ნაწილების წარმოების, ავიახაზების წარმომადგენელბისა და ექსპერტებს უყრის თავს.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ყოველწლიურად ესწრებიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის მენეჯერული და გადაწვეტილების მიმღები პოზიციების მქონე პირები. მიმდინარე წლის ღონისძიებას 5,000-მდე მაღალი რანგის დელეგატი დაესწრო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023