ეკონომიკა
31/10/2023

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მესამე ეტაპი გამოცხადდება

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მესამე ეტაპი პირველ ნოემბერს, 12 საათიდან დაიწყება.  

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ აღნიშნა,  ამ დრომდე სააგენტოში 138 განაცხადი შევიდა, საიდანაც ნაწილი არ შეესაბამებოდა პროგრამით მოთხოვნილ პირობებს და შესაბამისად, დახარვეზდა.

56 განაცხადი კი დაკმაყოფილდა და აღნიშნულ  ბენეფიციარებთან  შესაბამისი კონტრაქტებიც გაფორმდა. საერთო ჯამში ხუთმილიონიანი პროგრამის ბიუჯეტიდან 4. 3 მლნ ლარი უკვე ამოწურულია. შემდეგ, ამჯერად უკვე მესამე საფეხურზე სახელმწიფო 700 000 ლარის ღირებულების კონტრაქტებს გააფორმებს.

„ჯამური ინვესტიცია 8 მლნ ლარს აჭარბებს. ერთ ბენეფიციარზე მაქსიმალური დაფინანსება განსაზღვრულია 100 000 ლარით. საგრანტო დაფინანსება 50%-ს შეადგენს. ახალგაზრდა ბენეფიციარებისთვის კი დამატებით გათვალისწინებულია 10%. იმედი გვაქვს, დარჩენილი ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება პირველი ნოემბრიდან დაიწყება, სრულად იქნება ათვისებული."-აღნიშნა გიორგი ჯიბლაძემ. 

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ბენეფიციარების მიერ დაფინანსების კუთხით მოთხოვნა სხვადასხვაგვარია, თუმცა მათი დიდი ნაწილი მაღალმთიან დასახლებაში გესთჰაუსის ან კვების ობიექტის გახსნას გეგმავს.

„ფართოა მიმართულებები და სპექტრი, რაც ძალიან გვახარებს. ბენეფიციარები თავად ირჩევენ თუ რა მიზნობრიობით შეავსონ განაცხადი იმისთვის რომ მიიღონ დაფინანსება.

რაც შეეხება პროგრამის დეტალებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება  როგორც  შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნესიდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022