ეკონომიკა
07/09/2022

ლორენ მოსი: საქართველოში ინვესტიციებისთვის უზარმაზარი პოტენციალია

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა ლორენმა მოსი საქართველოს მსოფლიოში ინვესტირებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევს.

"საქართველოში პირველად ვიმყოფები და ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივებში გარკვევა. გაოცებული ვარ, ეს არის საუკეთესო ადგილი მსოფლიოში, ეს არის იდეალური კარიბჭე ცენტრალურ ევროპასა და აზიას შორის," - განაცხადა ლორენმა მოსმა.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ეკონომიკის სამინისტრო, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, საქართველოში საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს ე.წ. ლოკაციის კონსულტანტების რამდენიმედღიან გაცნობით ტურს მასპინძლობს.

აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი საინვესტიციო კონსულტანტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.

ლორენ მოსის თქმით, საქართველოში შესანიშნავი ინფრასტრუქტურა, ბიზნესკულტურა და კომუნიკაციის უნარებია.

„აქ არსებული ორენოვნება ძალიან შთამბეჭდავია. სიმართლე გითხრათ, აქ ცარიელი შთაბეჭდილებებით ჩამოვედი და ამ რამდენიმე დღეში პოზიტიური შთაბეჭდილებებით ვარ სავსე. საქართველოში ინვესტიციებისთვის უზარმაზარი პოტენციალია“, - განაცხადა ლორენ მოსმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023