ეკონომიკა
16/04/2021

ლევან ვეფხვაძე: უცხოური ინვესტიციების მოზიდვის უმთავრესი პრობლემა ლარის გაცვლითი კურსია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი გუნდი და სათათბირო საბჭო საერთაშორისო სავალუტო მისიას შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, ასოციაციისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიცაა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი და ინფლაცია, პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მნიშვნელობა, ასევე საინვესტიციო პოტენციალსა და რეგულაციების/საგადასახადო ტვირთზე.

„პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით აქტუალურია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, თუმცა, ამავდროულად, გვაქვს ისეთი გარემო, რომელიც ამ პროცესს ცალსახად აფერხებს. მაგალითად, ვამკაცრებთ კერძო სექტორისთვის და ბიზნეს ოპერატორებისთვის რეგულაციებს, რაც თავის მხრივ, ამცირებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, შედეგად რეგულაციების ტვირთი საქართველოში, ევროკავშირის საშუალოზე მაღალიც კია. მაგრამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის უმთავრესი პრობლემა მაინც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსია, რადგან უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ინვესტივია და ლარში მიღებული უკუგება საინვესტიციო პროექტების ფინანსურ ნაკადებს განჭვრეტადობას უკარგავს. შესაბამისად, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ჩვენი ხედვები გაცვლითი კურსის პრობლემასა და მარეგულირებელ გარემოზე, რომელთა მოწესრიგების გარეშე ეკონომიკის სწრაფი აღდგენა შეუძლებელი იქნება“ - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023