ეკონომიკა
20/02/2023

ლევან დავითაშვილი: უმუშევრობა გასულ წელს მართლაც ისტორიულ მინიმუმზე დავიდა

„გასული წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე - 2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით  შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს 17.3%-ს გაუტოლდა“, - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ გვესმის, რომ უმუშევრობის ისევ მაღალი დონე გვაქვს ქვეყანაში, თუმცა, დადებით ტენდენციას უნდა შევხედოთ და  ამ კუთხით უმუშევრობა 2022 წელს მართლაც ისტორიულ მინიმუმზე დავიდა.  დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად, 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. 2022 წელს დასაქმების დონე 42.9%-ს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.5 პროცენტით მეტია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ეს მაჩვენებლები პანდემიამდელ მაჩვენებლებსაც მნიშვნელოვნად აღემატება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებულ იქნას და 2023 წელსაც გაგრძელდეს. 

„თუმცა, გვესმის, რომ როდესაც ჩვენ დასაქმებაზე და უმუშევრობაზე ვსაუბრობთ, საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ - ჩვენი პრობლემა არის სტრუქტურული უმუშევრობა, როდესაც თანხვედრაში არ არის ხოლმე სამუშაო ძალის კვალიფიკაცია, ან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და მოთხოვნა სამუშაო ძალაზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023