ეკონომიკა
26/10/2022

ლევან დავითაშვილი: საქართველო-უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაორმაგდა

წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს ადასტურებს, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც გარკვეული პროცედურების შემდეგ ოფიციალურად დამტკიცდება.

„პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი ეკონომიკური კომისია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას განვიხილავთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა. ეს ხაზს უსვამს უნგრეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს. ასევე, ჩვენ მოვახდინეთ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება, რომელიც გარკვეული პროცედურების შემდეგ ოფიციალურად დასრულდება, დამტკიცდება და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023