ეკონომიკა
29/09/2022

ლევან დავითაშვილი: საქართველო მოწინავეა ასოცირების "ტრიოს" ფარგლებში ვალდებულებების შესრულების მიმართულებით

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროგრესი. „აღინიშნა, რომ საქართველო მოწინავეა ასოცირების „ტრიოს“ ფარგლებში ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. ამასთან, ის, რომ, საქართველომ მიიღო „ევროპული პერსპექტივა“, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

„დელეგაციის წევრების მიერ აღინიშნა, რომ ამ ვალდებულებების წარმატებით და დროში სწრაფად შესრულების შემთხვევაში, საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და გაგრძელდება საქართველოს ევროპის კავშირში სწრაფი ინტეგრაცია,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და რომეო მიქაუტაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023