ეკონომიკა
06/10/2022

ლევან დავითაშვილი: ეკონომიკური აქტივობის მაღალი დონე უმუშევრობის შემცირებაზე აისახა

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა დასაქმების დონის ზრდაზე აისახა. 

მისი ინფორმაციით, უმუშევრობის დონე მეორე კვარტალში 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1% შეადგინა. 

"როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის (2019 წლის) ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსაც.  2022 წლის  პირველ კავრტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 50.9 ათასით, ხოლო მეორე კვარტალში 35.5 ათასით  გაიზარდა"- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი განცხადებით, 2022 წელი პოზიტიური იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც.

"2022 წლის იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 102.0%-ით გაიზარდა 922.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 62.5%-ს შეადგენს. ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 42.5%-ს გაუტოლდა", - განაცხადა დავითაშვილმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. 

მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურიზმის აღდგენის ტენდენციებს, რომელიც, მისი თქმით,  გაძლიერდა 2022 წელს. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, 94.6% იყო, ხოლო შემოსავლებმა 2,141.6 მლნ. დოლარი შეადგინა. ივლისსა და აგვისტოში კი, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა,  როცა იყო ტურიზმის შემოსავლების რეკორდული წელი.

"სექტემბრის მონაცემებიც დამაიმედებელია და ჩვენი მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ტურიზმიდან შემოსავლები მინიმუმ 2019 წელს ანუ ჩვენს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებლებს გაუტოლდება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა ასევე აღნიშნა  2022 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობა. მისი ინფორმაციით, ამ მაჩვენებელმა 17.9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით მეტია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023