ეკონომიკა
17/05/2021

ლაშა ხუციშვილი: WB-ის მხარდაჭერა ქვეყანას ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 85 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი ქვეყანას საშუალებას მისცემს გაგრძელდეს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარება.

„თანხა, რომელზეც ხელი ახლახან მოვაწერეთ, ძირითადად, ორი მიმართულებით დაიხარჯება. პირველი ითვალისწინებს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დამატებითი დაფინანსების გამოყოფას საშუალო და მცირე ზომის საწარმოებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს ექნებათ შესაძლებლობა, გაუჩნდეთ წვდომა დამატებით ფინანსურ რესურსებზე. პროექტს ზედამხედველობას გაუწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მეორე მიმართულებას ეროვნული ბანკი განახორციელებს. სებ-ი უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის სისტემების პროექტის საქართველოში დანერგვას. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია, რაც განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდმაც გამოაჩინა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ეროვნული ბანკისთვის 85 მლნ ევროდან 6 მლნ ევროა გამოყოფილი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის.

„საქართველოს სახელით, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი ორგანიზაციაა და რომელთან ერთადაც ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული. აღნიშნული შეთანხმებაც, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ქვეყანას დაეხმარება პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ პერიოდში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ქვეყანას საშუალებას აძლევს სწრაფად აღადგინოს ეკონომიკური აქტივობა, რაც შემდგომ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებასა და სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023