ეკონომიკა
01/04/2022

ლაშა ხუციშვილი: პროგნოზები იცვლება, მაგრამ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა ნავარაუდევი არ არის

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკური პროგნოზები თითქმის ყოველდღე იცვლება. თუმცა, საბაზისო სცენარში საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა მოსალოდნელი არ არის. 

მისი თქმით, საბიუჯეტ დეფიციტი, 2023 წელს 3%-საც ჩამოსცდება. 

"ჩვენ შევძლებთ, წელს, საბიუჯეტო დეფიციტი იმ დონეზე შევინარჩუნოთ, რა დონეზეც გვაქვს დამტკიცებული, ანუ 4%-ის ფარგლებში. ასევე, როგორც ორგანული კანონითაა განსაზღვრული, დეფიციტი 2023 წელს 3%-ს უნდა ჩამოსცდეს. ბუნებრივია, ეს მიზანი მიღწეული იქნება სსფ-ს ახალი პროგრამის ფარგლებში. 

როდესაც ვსაუბრობთ პროგნოზებზე, ძალიან ცვალებადი გარემოა. პროგნოზები ფაქტობრივად ყოველდღიურად იცვლება, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა, დღეის მოცემულობით არანაირი ნიშანი არ არის იმის, რომ დეფიციტთან მიმართებაში იმ ნიშნულებს ვერ მივაღწიოთ, რაც დასახული გვაქვს. 

რაც შეეხება ვალს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ დეფიციტი იმ ოდენობით იქნება, როგორც გვაქვს განსაზღვრული, ვალიც არ გაცდება არსებულ ნიშნულს", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის სამწლიან 289 მლნ დოლარის (210 მლნ SDR) მოცულობის მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია. თანხა საქართველოს კვოტის 100%-იან ოდენობას ითვალისწინებს.

ხელისუფლებას ეს პროგრამა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში და განმტკიცებაში დაეხმარება, ერთმანეთის მომყოლი შოკების ფონზე. იგი ასევე ხელს შეუწყობს ძლიერ და მეტად ინკლუზიურ ზრდას. ეკონომიკური რეფორმის პროგრამა ე.წ "სთენდ ბაი ეგრიმენთის" (SBA) ინსტრუმენტითაა მხარდაჭერილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023