ეკონომიკა
14/12/2022

ლაშა ხუციშვილი:  მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2023 წლისთვის $7900-ს გადააჭარბებს

2023 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 79,7 მლრდ ლარს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა, რომ 2023 წლისთვის, ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებლების პროგნოზები არ შეცვლილა და თითოეული მათგანი 5%-ს.

„მომდევნო წლებში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 5%-ზეა შენარჩუნებული, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი 3%-ია. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი, 2023 წელს პროგნოზირებული 79,7 მილიარდი ლარიდან 2026 წლისთვის იზრდება 101,2 მილიარდ ლარამდე. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე - არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის მისი მაჩვენებელი 7900 დოლარს, ხოლო 2026 წლისთვის - 10 000 დოლარს გადააჭარბებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში.  

„2023 წელს, საბაზო ეფექტის ამოწურვასთან ერთად,  მოსალოდნელია ინფლაციის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება და მისი საშუალო მაჩვენებელი პროგნოზირებულია 5,3 პროცენტის დონეზე, თუმცა წლის ბოლოსთვის 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოცდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023