ეკონომიკა
20/07/2021

ლაშა ხუციშვილი: მოსახლეობას მოვუწოდებ აიცრან, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მსოფლიო სავალუტო ფონდმა საქართველოს წლიკური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააორმაგა. წინა პროგნოზი იყო 3.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა ეს მაჩვენებელი 7.7%-ით შეიცვალა. 

“ეს არის ეკონომიკური ზრდის გაორმაგებული მაჩვენებელი, რომელიც ფაქტობრივად სრულად ემთხვევა და იზიარებს იმ შეფასებებს, რომელიც გააკეთა ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ, და რაც ასახულია ბიუჯეტის პროექტში. ეს არის საბაზისო სცენარი, სადაც მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზრდება, ასევე ძალაში რჩება ოპტიმისტური სცენარის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ეკონომიკის გაზრდას ორნიშნა დონეზე, ეს არის 10.2%. ასევე შეფასებაში ერთმნიშვნელოვნად ხაზია გასმული იმ ქმედებებსა და ღონისძიებებზე, რომელიც მთავრობამ პანდემიის პერიოდში გაატარა. დადებითად არის შეფასებული ღონისძიებები, როგორც ბიზნესის დახმარების კუთხით, ასევე მოქალაქეების მხარდაჭერის მიმართულებით. სავალუტო ფონდის მისიის მიერ შეფასებულია ქვეყნის მომავალი პერსპექტივები, ის რეფორმები, რომელიც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს. უკვე წლის ბოლოსთვის, ვფიქრობ, ჩვენ გვექნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა, რომელიც დაეფუძნება იმ რეფორმებს, რომელიც შემუშავებულია ჩვენს მიერ“,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. 

მისი თქმით, მომდევნო თვეების განმავლობაში და მომავალ წელსაც, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით რისკები რჩება. 

“თუმცა ცალსახად უნდა ავღნიშნო ის , რომ მიმდინარე პროგნოზში, 7.7%-იან ეკონომიკურ ზრდაში, სრულად არის ასახული ის დღევანდელი რისკები, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე არსებობს“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

მან მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და აქვე აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია როგორც ადამიანების სიცოცხლის, ასევე ეკონომიკის გადასარჩენად. 

“აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდებ იმისკენ, რომ ყველა მაქსიმალურად სწრაფად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გადავარჩინოთ სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენს გარშემო არსებული პირები, განსაკუთრებით ბავშვები. ეს არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ძალიან სწრაფად აღდგა, შენარჩუნდეს მომდევნო პერიოდებში“,- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023